მუხრან მაჭავარიანი - "ვიცი, წამერთმის მზისა ჭვრეტანი"

ვიცი, წამერთმის მზისა ჭვრეტანი,
დღეს არა, ხვალე მოვკვდები, ვიცი,
ვიცი, იქ ჩავა ჩემი ცხედარიც,
სადაც უთვალავი ჩასულა სხვისი.

ვიცი, ჩემს მერეც მოკვდება ბევრი,
ზოგი სიკვდილის იქნება ღირსიც...
ვის რა ხელს მისცემს სიკვდილი ჩემი! -
ვინ ამოავსო სამარე სხვისი.

Muxran machavariani - Vici, Wamertmis Mzisa Chvretani
მუხრან მაჭავარიანი - ვიცი, წამერთმის მზისა ჭვრეტანი

No comments:

Post a Comment