მურმან ლებანიძე - "ფერადები მოჰქრის ჭრელი"

ფერადები მოჰქრის ჭრელი,
სასხლეში მოგდის შელლი...
შენ - საიდან,
შენ - საიდან
ჩემი ბოტიჩელი!?

ზარი - მიქელ ანჯელოსი...
მკლავი - გაჰყავ სახელოში,
„აქ ჩამოვსხეთ, - ეუბნები, -
აგერ, ამ ჩეროში...“

ბაღში შავარდენი ნიმფით!
უძღვი მარმარილოს კიბით -
ვარდი უჩანს, ვარდი უჩანს
მოცარტს გულის ჯიბით.

მოვა გენიოსთა ხროვა, -
ხვდები სტუმრებს წყვილი შანდლით;
ვინ არ მოვა, ვინ არ მოვა
შენი ღვინის ხათრით!

ბლოკთან რაფაელიც გყავდეს!
გყავდეს, რამდენიც კი გწამდეს!
შენ არავინ გეცილება
ვან-დეიკის ლანდებს!

მე ვგონებდი, რომ იცოდა
მარტო ჩემი ქოხის კარი,
ახლაშენს ბაღშიაც ვხედავ -
გული მომიკალი...

სასახლეში მოგდის შელლი,
რუსთაველიც მოგდის შენი -
შენ რად, შენ რად, გალაკტიონ,
ჩემი ბოტიჩელი?!

Murman Lebanidze - Feradebi Mohqris Chreli
მურმან ლებანიძე - ფერადები მოჰქრის ჭრელი

No comments:

Post a Comment