მუხრან მაჭავარიანი - "რომ არ გეგონო"

რომ არ გეგონო, -
გამწარების გამო საწყალი,
მიზეზი ჩემი გამწარების ,
გეტყვი, - რაც არი:
მე ჩემზე შენი ცუდი აზრი
კი არ მამაწარებს,
მამწარებს ის რომ, -
შენ გგონია, -
ის მე მამაწარებს.

Muxran Machavariani - Rom Ar Gegono
მუხრან მაჭავარიანი - რომ არ გეგონო

No comments:

Post a Comment