ჯანსულ ჩარკვიანი - შეხვედრა გაზაფხულის მგოსანთან

კორჩიოტებს ხისძირი
მოუჩუქურთმებიათ,
ბალახები სიცილით
მზის სხივებზე თბებიან.

გაზაფხულის ტიტინით
აყვავილდა ბუნება,
ხიდან ხეზე ჩიტივით
მიფრინ-მიიხტუნება.

ნაკადული რაკრაკით
შროშანობს და სოსანობს,
გამარჯობათ, აკაკი,
გაზაფხულის მგოსანო.


Jansul Charkviani - Shexvedra Gazafxulis Mgosantan
ჯანსულ ჩარკვიანი - შეხვედრა გაზაფხულის მგოსანთან

No comments:

Post a Comment