მუხრან მაჭავარიანი - უხალხო ქუჩა

სუნთქვაში ისმის
ხმაური სისხლის,
სქელია ნისლი...
შორს ხმაა მამლის...
შედედდეს ლამის
თამბაქოს კვამლი...
სუსხია ღამის,
არსაით მგზავრი,
საათის 3.
წყურვილი მძლავრი
ქუჩაში
ქალის სხეულის გავლის.

Muxran Machavariani - Uxalxo Qucha
მუხრან მაჭავარიანი - უხალხო ქუჩა

No comments:

Post a Comment