მურმან ლებანიძე - "პარტახი - მძაგდა!.."

პარტახი -
მძაგდა!
მათრახი -
მძულდა!
ასრულდა,
ახდა -
აგორდა
გუნდა!
ხეობის წიგნდში - მწუროდა! მსურდა! -
შელოცვასავით ჩავწერო უნდა:
ხრიხონისს,
ქრისტესს,
კვახიშხიეთს,
ბოყვას -
ჩემს ჯიშს,
ჩემს ჯილაგს,
ჩემს თვისტომს,
მოყვასს:
(ცეცხლი დაინთება, კერია არ ჩაქრება) -
კეთილი იყოს თქვენი დასახელება!
ფარახეთს,
სევას,
მრავალძალს,
სხიერს -
ჩემს სისხლს და
ჩემს გენს,
ხნიერს და
ძლიერს:
კეთილი იყოს თქვენი დასახლება -
თქვენი მშენებლობა! თქვენი ჩასანგრება!
პარტახი -
მძაგდა!
მათრახი -
მძულდა!
ასრულდა!
ახდა!
მწუროდა!
მსურდა! -
შემობრუნება ხომ იძრა დროთა?!
ეს სიხარულიც ვიმკაროთ ცოტა!

Murman Lebanidze - Partaxi - Mdzagda
მურმან ლებანიძე - პარტახი - მძაგდა!

No comments:

Post a Comment