მურმან ლებანიძე - "თვეები დის და დღეები მიხტის"

თვეები დის და დღეები მიხტის _
უახლოვდება პოეტი სიკვდილს.
ეგ _ არაფერი! ვინ არის იგი, _
ვისთვის შეცვლილა ბუნების რიგი?!
ერთხანს ვუსინჯე კიდევაც კბილი
სიკვდილს _ ვერ იყო ძილივით ტკბილი...
მაგრამ რაკიღა კვლავ ხიდზე მოვხვდი,
ვუახლოვდები რაკიღა სამოცს
(სხვა საპატიო მიზეზთა გამოც!)
მე გადავწყვიტე სიკვდილი გვიან!
კი, იმნაირი ქარები ჰქრიან,
მე უნდა ვნახო მზე, მთვარის სასძლო _
ამ საუკუნის თოვლები ვალხო _
იმ საუკუნის გორები ვნახო.
მე უნდა ვნახო: კეთილს და ბოროტს
ვის რა მიეზღვის ბოლოს და ბოლოს...
ვნახო სინათლე მშობელი ხალხის,
ოცდამეერთის დავესწრო დილას _
ათასწლეულის დაწყებას ახლის _
და მერე მოვკვდე მშვიდად და ტკბილად!

Murman Lebanidze - Tveebi Dis Da Dgeebi Mixtis
მურმან ლებანიძე - თვეები დის და დღეები მიხტის

No comments:

Post a Comment