მურმან ლებანიძე - "უსწორფრობა სულს აჩნია სიკვდილად"

უსწორფრობა სულს აჩნია სიკვდილად,
სიყვარული, ვწუხვარ, გინაპირებს...
უცოლოებს ვწუხვარ არცთუ იმდენად,
ვწუხვარ ქალებს ტურფა შინაბერებს!

ბწუხვარ დღეებს და ღამეებს უმზეოს,
თმენას, თმობას, სისხლის მკივან დუღილს,
ვწუხვარ ჭკნობას და მოლოდინს უმწეოს,
ვწუხვარ თვითონ წუხილს...

გირევია რაკი ხელი ღვთიური,
რაკი სვე-ბედს შენი ხელი მართავს,
ღმერთო, მოეც სიყვარული მზიური
განურჩევლად - მშვენიერს და ართვალს!

Murman Lebanidze - Usworfroba Suls Achnia Sikvdilad
მურმან ლებანიძე - უსწორფრობა სულს აჩნია სიკვდილად

No comments:

Post a Comment