მურმან ლებანიძე - "თავის მოკვლას არ ცდილობდა"

თავის მოკვლას არ ცდილობდა,
იჯდა, თავდახუფულს
ბერძნის ქალი ქმარს სტიროდა,
არ ჰკვირობდა კუბოს...
არ წიოდა, არ ჰკიოდა
შავ-ბნელ კვირა დილით,
გაკვირვებას არ ცდილობდა
მწარე სინამდვილით.
ვთქვი სამძიმრის რაღაც მსგავსი
(შვიდი იყო დილის...) -
წაიშინა ხელი თავში
და უმატა ტირილს...
რძალი ძუძუს აწოვებდა
ჩვილს, და ძუძუ ჰქონდა მკვრივი;
ტაშტს კუბოს ქვეშ ასწორებდა,
თან - სტიროდა ქვრივი.
მე სიტყვები მაოცებდა:
დაზაფრული პირით.
ხომ ბერძნული არ ვიცოდი -
ვგრძნობდი ყოველ სიტყვას,
თითქოს გვერდში (არ ვიძროდი...)
თარჯიმანი მიდგა.
მივეყუდე იქვე კედელს,
და ვფიქრობდი ფიქრებს კეთილს,
ყურს ვუგდებდი ბერძნულ მოთქმას
და ვთქვი გულში ჩემთვის:
ვართ ადამის რტო სხვადასხვა,
ვართ სხვადასხვა ტომის,
ერთნაირად დრომ გადაგვსხლა,
მაინც, გვილხინს რომელს?!
ერთნაირად ვიბადებით,
მოვალთ ერთი ძირით,
ერნაირად ვიმარხებით,
ერთნაირად
ვსტირით!

Murman Lebanidze - Tavis Mokvlas Ar Cdilobda
მურმან ლებანიძე - თავის მოკვლას არ ცდილობდა

No comments:

Post a Comment