მურმან ლებანიძე - "ვითომ ციხე ხარ ასაღებელი"

ვითომ ციხე ხარ ასაღებელი
და ირგვლივ თათრის სპა–ბანაკია
შენ ზიხარ შენთვის თავჩაღუნული,
ზურგსუკან–
შენზე ლაპარაკია....

ლაპარაკობდნენ ქემაინც მტრები!
პირდაპირ გეტყვი, რახან აგრეა:
მაგათთან თვრები, მაგათთან კვდები,
რომ ჰკითხო,–
ყველა ამხანაგია....

რაკიღა პირში არავინ გეტყვის,
ზურგსუკან გულში რაც სანაგვეა,
არც საზარალო არ არის შენთვის,
პირიქით–
ბოროტს გზა ჩარაგვია...

მაშასადამე, რაღაცად ღირხარ
და შენი ყოფნა დასანახია...
პირუმტკიცობას კაცისას სტირხარ,
მას, რომ...
წუმპეა და ტალახია.

Murman Lebanidze - Vitom Cixe Xar Asagebeli
მურმან ლებანიძე - ვითომ ციხე ხარ ასაღებელი

No comments:

Post a Comment