მურმან ლებანიძე - "ჩემო ციალავ"

ჩემო ციალავ,
ჰა, შენ ლექსი: ტაია, ტაია...
შენ, ოქროსფერო
შინაბერავ, ჩვენო დაია!

არცთუ კეკლუცო,
მაგრამ თბილო, სანდომიანო,
მაინც მისჯილო, -
ეს ცხოვრება მარტომ იარო...

დასწყევლოს ღმერთმა -
ალათაში, ბალათაშია -
შენ ის ქალი ხარ,
ვისიც ბედი მარად გზაშია.

იღბალი შენი -
პოეზია ანთია ქარში!
იღბალი ჩვენიც -
ჩვენი ლექსის გადიად დაგვრჩი!...

გემწარა, ვიცი!
მაგრამ ოცი წელიწადია,
ღმერთმა ხომ იცის,
გახარება შენი მწადია...

ციალავ-ჩემო,
ჰა, შენ ლექსი: ტაია, ტაია...
ასმათო ჩვენთვის!
ოქროსფერო ჩვენო დაია!

Murman Lebanidze - Chemo Cialav
მურმან ლებანიძე - ჩემო ციალავ

No comments:

Post a Comment