მურმან ლებანიძე - "შრება სისხლი, კვალად სჭკნება ხორცი"

შრება სისხლი, კვალად სჭკნება ხორცი,
ყველაფერი ბერდებაო ნორჩი,
უცვლელია მხოლოდ ჟამთა დენა,
ყველაფერი ცვალებადობს დროში... -

ამიტომაც ცვალებადობს რწმენა?!
ამიტომაც ცვალებადობს მრწამსი?!
აგე, კაცი! - დგას სიკვდილის პირად -
არაფერი, არაფერი მსგავსი!

Murman Lebanidze - Shreba Sisxli, Kvalad Schkneba Xorci
მურმან ლებანიძე - შრება სისხლი, კვალად სჭკნება ხორცი

No comments:

Post a Comment