მურმან ლებანიძე - "ყოველთვის, როცა ამ ბეჩავ ქვიტკირს"

ყოველთვის, როცა ამ ბეჩავ ქვიტკირს
ვათვალიერებ (მეასედ თითქმის!).
არ შეიძლება არ გაჩნდეს კითხვა,
და უძლური ხარ წინაშე კითხვის:
თუ უფლის ნება არ გაჩნდა ზოგში,
რა გამოარჩევს კაცს კაცთა ჯოგში,
და რამ დაწერა ის, რაც არ გჯერა
რომ დაიწერა ამ ჯურღმულ ქოხში?!
რამ, რამ აქცია კელაპტრად _ კვარი,
უბრალო ქუჩი _ მართლა ყვავილად?!
რაზიკაშვილის საწყალი გვარი
სახელთან ლუკა _ ვაჟა-ფშაველად?!

Murman Lebanidze - Yoveltvis, Roca Am Bechav Qvitkirs
მურმან ლებანიძე - ყოველთვის, როცა ამ ბეჩავ ქვიტკირს

No comments:

Post a Comment