მუხრან მაჭავარიანი - ყეფდა ნაგაზი

ყეფდა ნაგაზი.
მწიფდა მთვარე.
ვტოვებდით კუმისს.
წამიღო სევდამ:
არ იცოდა კაცმა ქე მაინც, -
დღეს არა, - ხვალე
უკვე ვეღარ დაგირღვევს დუმილს
ხმა
ვეღარც მამლის,
ვეღარც ძაღლის,
ვეღარც ელმავლის.

Muxran Machavariani - Yefda Nagazi
მუხრან მაჭავარიანი - ყეფდა ნაგაზი

1 comment: