მურმან ლებანიძე - "მთიდან დაბრუნდი მძიმე ჩემოდნით"

მთიდან დაბრუნდი მძიმე ჩემოდნით,
ჩვენ ყველა ხილი ჩამოგითვალეთ,
შენ ჩაგეცინა „აქეთ შემოდით!
ნახეთ, ზემოთით რა მოგიტანეთ!"

შენ გაგვიცრუე ჯალაბს იმედი,
შენ გაგვაცურე ჩემოდნით მძიმით,
და შმაშურობდა წყნარად სიმინდი
და დიდხანს, დიდხანს არჩევდი სიმინდს -

არა საღერღად, არა საფქვავად,
არა წისქვილის დასაბრუნებლად,
არამედ - გრძელი ზამთრის საკლავად:
დასაკიდებლად და საყურებლად!

Murman Lebanidze - Mtidan Dabrundi Mdzime Chemodnit
მურმან ლებანიძე - მთიდან დაბრუნდი მძიმე ჩემოდნით

No comments:

Post a Comment