ჯანსულ ჩარკვიანი - პოეტი

გესმის?! ყივილი
სისხლისფერი -
დაჭრილ მამლისა,
ჩაჩეხილ ხევში
გელოდება
ხროვა ძაღლების,
მაგრამ, მგოსანო,
მჯდომარე ხარ
მარჯვნივ მამისა,
და ვიცი, ზეცით
რომ ამაღლდები.

Jansul Charkviani - Poeti
ჯანსულ ჩარკვიანი - პოეტი

No comments:

Post a Comment