მურმან ლებანიძე - "ჩაბამბულია გაღმა სოფელი"

ჩაბამბულია გაღმა სოფელი
როგორც აკვანში ახალ შობილი...
თოვს კვაშხიეთი ჩემი აქვეა,
გაღმა დათოვლილს, გეტყვი, რაც ჰქვია.
იდიდოს მაგის კაი სახელი-
მოუკვდეს ქრისტესს ავისმზრახველი!
კი, გივინიკა ჯოხაძის მშობელს
ქრისტესი ჰქვია კლდისთავზე სოფელს.
თოფიან ვლასის მწევარი მისდევს,
ათოვს ხირხონისს და ათოვს ქრისტესს.
ათოვს კვაშხიეთს და ათოვს ბოყვას
დათოვს იმხელა ოცნება მოჰყავს,
შენ არც იფიქრო,- რაჭაში ვწერდე,
კვაშხიეთს ვიჯდე და ქრისტესს ვმზერდე -
თოვს აქ, თბილისში, და თოვლი ლესავს
(აქედან ვხედავ!) ხეობას ჩემსას.

Murman Lebanidze - Chabambulia Gagma Sofeli
მურმან ლებანიძე - ჩაბამბულია გაღმა სოფელი

No comments:

Post a Comment