მურმან ლებანიძე - "არ დაცემულა საქართველო იმრიგად ჯერეთ"

არ დაცემულა
საქართველო იმრიგად ჯერეთ, -
იხილო მსგავსი
და არ წაგსკდეს
ცრემლები რელედ.

ბაზრის ჭიშკართან,
შავით მოსილს - დღე იყო ჭრელი -
შვილების ჯიბრზე
გაეშვირა დედაკაცს ხელი.

ბრინჯაოს მაჯა
და დაჭმუჭვნილ ღაწვებზე სითხე...
„დედი, ვინა ხარ?!
ქართველი ხარ?!“ -
ტირილით ვკითხე.

ის იდგა მკაცრი,
წარბშეკრული და შიშის მგვრელი -
შვილების ჯიბრზე
გაეშვირა დედაკაცს ხელი...

„მაინც, ეგ როგორ!
რა შეგემთხვა, რა მოხდა, დედი?!“
„სიკვდილი, შვილო! -
სთქვა გოროზად, -
სიკვდილზე მეტი!“

„ხუთი დავბადე,
ხუთი ჭრელი დავზარდე გველი....“ -
შვილების ჯიბრზე
გაეშვირა დედაკაცს ხელი.

არ დაცემულა
საქართველო იმდენად ჯერეთ, -
იხილო მსგავსი
და არ წაგსკდეს
ცრემლები ღელედ.

Murman Lebanidze - Ar Dacemula Saqartvelo Imrigad Jeret
მურმან ლებანიძე - არ დაცემულა საქართველო იმრიგად ჯერეთ

No comments:

Post a Comment