მუხრან მაჭავარიანი - "ვინ არი სწორი?!"

- ვინ არის სწორი?! -
ძე კაცისა კითხულობს ისევ, -
ვინც დუმილს მირჩევს, -
ის არი, თუ
ვინც ხმაურს მირჩევს?!

- ვინ არი სწორი?!?! -
გააჩნია შენ თვითონ ვინ ხარ:
კაცად ცოტა ხანს ყოფნა გიჟობს
თუ ძაღლად, - დიდხანს.

Muxran Machavariani - Vin Ari Swori?!
მუხრან მაჭავარიანი - ვინ არი სწორი?!

No comments:

Post a Comment