ტერენტი გრანელი - "მსურს სიკვდილამდე გიმღერო ქება"

მსურს სიკვდილამდე გიმღერო ქება
ნაზი ძლიერი და საშრიალო,
უნდა ამოვქნა გული ლექსებად
რომ მკითხველები შევაჟრიალო.

მინდა სიტყვაში გრძნობა ჩავასხა,
მინდა ელავდე ჩემში მზესავით,
რომ ყველამ შეძლოს შენი დანახვა,
რომ შეგიყვაროს ყველამ ჩემსავით.

ახლა მანქანას მივსდევ ნივთივით,
ვიცი არ ფიქრობს ჩემზე არავინ,
ამკიდებიხარ გულზე ტვირთივით
და სიმძიმე გაქვს შესაზარავი...

Terenti Graneli - Msurs Sikvdilamde Gimgero Qeba
ტერენტი გრანელი - მსურს სიკვდილამდე გიმღერო ქება

2 comments:

  1. მირზა გელოვანის ლექსია.. რა გჭირთ ? :))))
    https://youtu.be/RbxGFUyDbeE

    ReplyDelete
  2. ტერენტი გრანელისაა

    ReplyDelete