ოთარ ჭილაძე - "მზად ვარ გისმინო და გემსახურო"

მზად ვარ გისმინო და გემსახურო.
ქარში იშლება დეკემბრის თოვლი
და მღერის შენი მძიმე საყურე,
გაბრუებული დეკემბრის თოვლით.

მე ალბათ დიდხანს მექნება ვალი,
მაგრამ ვიქნები სულ მხიარული.
ეს გაუმარჯოს შენს ეშმაკ თვალებს
და სარკეებში ნასწავლ სიარულს

სარკმელში ისევ თოვლი ირევა
და ყვება თავის უბრალო ამბავს.
და სკამზე, როგორც ნანადირევი,
კიდია შენი ლამაზი კაბა.

Otar Chiladze - Mzad Var Gismino Da Gemsaxuro
ოთარ ჭილაძე - მზად ვარ გისმინო და გემსახურო

No comments:

Post a Comment