შოთა ნიშნიანიძე - იან ჟიჟკას ანდერძი

როცა მტრის გულზე გადაიმსხვრევა
უკანასკნელი ხმალი,
გაგვითავდება როცა ისრებიც,
როგორც იმედი ხვალის,
როცა მტერს თავზე ჩამოემხობა
უკანასკნელი დოლიც -
არ მიმატოვოთ, ძმებო ჩეხებო,
და, უპირველეს ყოვლის,
ტყავი გამხადეთ, ჩქარა გამხადეთ,
და გადაჭიმეთ დოლზე,
ტყავი გამხადეთ, ჩქარა გამხადეთ
დროზე, ბიჭებო, დროზე!
და მაბრახუნეთ, დამცხეთ, დამკარით,
მბეგვეთ, მფხრიწეთ და მჩეხეთ -
გულანთებულებს ბრძოლის ნაღარით
კვლავ წავუძღვებით ჩეხებს

Shota Nishnianidze - Ian Jijkas Anderdzi
შოთა ნიშნიანიძე - იან ჟიჟკას ანდერძი

No comments:

Post a Comment