მუხრან მაჭავარიანი - გაუმარჯოს ყველას ღმერთმა

დაბადება,
დამიწება,
გათენება,
დაღამება,
დღეობები,
ძეობები,
ქორწილები,
აღაპები...
ყველაფერი ვინაიდან
ხდება ქვეყნად წარამარა,
ვინაიდან ამა სოფლად
მხოლოდ ზეცა არი მარად,
ვინაიდან დღემდე ზეცას
მხოლოდ ჯარი შეაბერდა,
მხოლოდ შხელდა შეაბერდა,
შეაბერდა მხოლოდ ბერთა...
გაუმარჯოს ყველას ღმერთმა,
გაუმარჯოს ყველას ღმერთმა,
ვინც კი როსმე
ქართლის მტერთა
ანგელოზნი დაუფეთა.

Muxran Machavariani - Gaumarjos Yvelas Gmertma
მუხრან მაჭავარიანი - გაუმარჯოს ყველას ღმერთმა

No comments:

Post a Comment