ტერენტი გრანელი - "თოვს და ანათებს"

თოვს
და ანათებს
სადღაც კანდელი,
დიდი სასახლის
ბრწყინავს კარები,
შენ კი,
ვით
თოვლის
თეთრი
ფანტელი,
დაღუპვისაკენ მიექანები.

აგიტანს შიში
და ჟრუანტელი,
გაგითეთრდება
თვალთა უპენი,
ნუთუ,
ვით
თოვლის
თეთრი
ფანტელი,
შენც ისე მშვიდად
დაიღუპები?!

Terenti Graneli - Tovs Da Anatebs
ტერენტი გრანელი - თოვს და ანათებს

No comments:

Post a Comment