ოთარ ჭილაძე - "ხეებს ფოთლები დასცვივდა ისევ"

ხეებს ფოთლები დასცვივდა ისევ-
სიბერის შუქით განაზებული-
და ტოტებს შორის გამოჩნდა სივრცე,
აქმდე თითქოს არ არსებული.

მერე კი მთებზე მოთოვა ოდნავ
და დღე ბრმასავით დაიბნა ქარში....
შენც ფრთები უკვე გაშლილი გქონდა
და ვერ მივმხვდარვარ-რატომღა დარჩი.

Otar Chiladze - Xeebs Fotlebi Dascvivda Isev
ოთარ ჭილაძე - ხეებს ფოთლები დასცვივდა ისევ

No comments:

Post a Comment