შოთა ნიშნიანიძე - "სტუმარს არათუ პატივი ვეცით"

სტუმარს არათუ პატივი ვეცით -
აქ ყველა მასპინძელივით ცხოვრობს,
მაგრამ დედის რძე, ბუნების წესით,
შვილებს ეკუთვნით
                                მხოლოდ და მხოლოდ.
ჩვენც ყველა გვიყვარს თუ დაგვიჯერებთ,
მარტო სამშობლო რა სათქმელია,
მაგრამ ეს სისხლი, გულს რომ გვიძგერებს,
მხოლოდღა მისთვის დასაღვრელია...

Shota Nishnianidze - Stumars Aratu Pativi Vecit
შოთა ნიშნიანიძე - სტუმარს არათუ პატივი ვეცით

No comments:

Post a Comment