მუხრან მაჭავარიანი - კახეთის ღამე

მზეს მოხუც მთვარეს დაუთმო სკამი,
ისე, როგორც ეს მიწაზე ხდება...
კახეთი ჯერ არ მენახა ღამით,
კახეთის ღამის მსმენოდა ქება.

როგორც ჩარგალთან,
როგორც სხვიტორთან
„მთვარე მეფურად,
მძლავრად ვიდოდა“;
ქერა დიაცი
უმზერდა ზეცას
ჭავჭავაძიანთ
ასულთ ნამზერსა.

Muxran Machavariani - Kaxetis Game
მუხრან მაჭავარიანი - კახეთის ღამე

No comments:

Post a Comment