გალაკტიონ ტაბიძე - დღეთა კარებთან ვდგავარ წუხილით

დღეთა კარებთან ვდგავარ წუხილით,
ელვამ აანთო ცეცხლის ბუგრები,
ცა მემუქრება ჭექა-ქუხილით,
მე დამუნჯებით ცას ვემუქრები.

ელვამ აანთო ცეცხლის ბუგრები,
ხანჯლებს დავფარავ ისევ იებით,
მე მტერს იმავე ხმით ვემუქრები,
რომ მოვა ჩემთან მონანიებით.

Galaktion Tabidze - Dgeta Karebtan Vdgavar Wuxilit

No comments:

Post a Comment