ბადრი სულაძე - "ცას უნდა უთხრა მადლობა"

ცას უნდა უთხრა მადლობა,
მზე რომ მიიღო ბედობად...
მომწონს, აზრი რომ აზრობს და
მაინც გულისთქმას ენდობა...

მომწონს, დილას რომ შენატრი
და მზე წამით არ გეთმობა,
ასე სათნოს და ენატკბილს
ქალს, დაგებედოს დედობა...

მომწონს, ოჯახს რომ ბუდედ თვლი
და არქმევ უფლის წყალობას,
ასე ძლიერს და გულკეთილს
კაცს, დაგებედოს მამობა...

მომწონს, მზეს, მთვარეს-ორივეს
ზღვა სიკეთე რომ ეტყობა...
დალოცვა უნდა მოგინდეს,
სანამ ღმერთს შესთხოვ შენდობას..

ცას უნდა უთხრა მადლობა,
მზე რომ მიიღო ბედობად...
მომწონს, აზრი რომ აზრობს და
მაინც გულისთქმას ენდობა...

Badri Suladze - Cas Unda Utxra Madloba

No comments:

Post a Comment