ზვიად გამსახურდია - "ალბათ თვითონ ღმერთი ირჩევს"

ალბათ თვითონ ღმერთი ირჩევს უცნაური რამეა
ქრისტეშობის ღამე მუდამ საოცარი რამეა
დეკემბერი დააჭენებს ყინვით ნახატ ეტლებსა
ამ ღამეს ხომ წამებული ქრისტე იშვა ბეთლემსა

მერე ზეცად აღევლინე არ გიგუეს მიწაზე
ნუთუ აღარ დაბრუნდები ცოდვილთ დედამიწაზე
ზეცად წასულს უკან მოგყვა ლოცვა, ცრემლი დამდენი
ქვეყნად ერთი ქრისტე დარჩი და იუდა რამდენი

ალბათ მისთვის გაიაფდა ღალატი და გაცემა
ფეხზე დგომა არის ძნელი ადვილია დაცემა
მეც დავრწმუნდი არ გამქრალა ქვეყნად შური და მტრობა
მეც მომიწევს ლეონარდოს საიდუმლო სერობა

და წარსული სიზმრად მექცა მომავალი ოცნებად
მეგობარი ვეღარ მიცნობს მნახავს და გაოცდება
ხოლო შენზე სხვა ჩემს გარდა სევდას ვინ დაიბედებს
ძველი წელი ხსოვნას მართმევს ახალი კი იმედებს

ქრისტე აღსდგა, ქრისტე აღსდგა ჩემი სული ცას უხმობს
ჭეშმარიტად, კვლავ იუდა ნიშნისგებით მპასუხობს
მაგრამ გულზე სამარცხვინოს მონდა დაღი დავაკრა
ჯვარს ვერ ვკადრებ ქრისტეს მერე ზედ იუდა გავაკრა

შერცხვენილი წაწყმედილი ეგდოს ქვეყნად ეთრიოს
ხოლო შენზე მრავალ მლოცველს მრავალ რამე ეთიოს
რწმენა ძნელად გადარჩება ხატი უფრო ადვილად
ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად ქრისტე აღსდგა ნამდვილად

ღიმილი და მილოცვები თუმცა ბევრი გავეცით
ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად ხოლო ჩვენ კი დავეცით ...

Zviad Gamsaxurdia - Albat Tviton Gmerti Irchevs Ucnauri Ramea

2 comments:

  1. ღიმილი და მილოცვები თუმცა ბევრი გავეცით
    ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად ხოლო ჩვენ კი დავეცით ..

    ReplyDelete
  2. ქვეყნად ერთი ქრისტე დარჩი
    და იუდა რამდენი
    🙏😥

    ReplyDelete