ტერენტი გრანელი - გაზაფხულის საღამოა მშვიდი

გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.
სული საზღვარს გადასცდება ფრენით,
ახლაც მახსოვს მისამართი შენი.
ცამდე სწვდება ღამეების სიგრძე,
რაღაც დიდი სიხარული ვიგრძენ.
წინ მეშლება სხვა ოცნების არე,
მიწის ცქერით დაიღალა მთვარე.
გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.

terenti graneli-gazafxulis sagamoa mshvidi
ტერენტი გრანელი - გაზაფხულის საღამოა მშვიდი

3 comments:

  1. es leqsi ana kalandadzisaa :)

    ReplyDelete
  2. და ტერენტიმ მოპარა ხო? ეე დაღუპული საქართველო საით მიექანები

    ReplyDelete