თემურ ჩალაბაშვილი - ვიცი გადამრევს ზაფხულის წვიმა

ვიცი, გადამრევს ზაფხულის წვიმა
და წუთისოფლის ზანტი ეტლები,
ასე ყოფილა დიდი ზნის წინათ,
ასე შეშლილან სხვა პოეტები.

ვიცი გამამხელს სადმე ცდუნება,
დრო ჩამემსხვრევა თვალში სიზმრებად,
ქარი წამოვა ვით ერთგულება -
და შენსკენ ,მავალს შემეხიზნება.


თეთრი ქედნები მასხედან მხრებზე,
ვიღაც მაკავებს ცისკრის ძაფებით -
თქვენ ჩემში პოეტს ამაოდ ეძებთ,
მე მხოლოდ სურვილს ვეთამაშები.

ვიცი, გადამრევს ზაფხულის წვიმა
და წუთისოფლის ზანტი ეტლები.
ასე ყოფილა დიდი ზნის წინათ,
ასე შეშლილან სხვა პოეტები.

Temur Chalabashvili - Vici Gadamrevs Zafxulis Wvima

No comments:

Post a Comment