მარიამ მაღლაკელიძე

ოცნებას აისის
გადაჰყვა ფიქრები,
მკრთალ სამოსელით
მე მოვფრინდები,
ნაწნავში გაყრილი
კომპწია იებით
სიცხადედ, სიჩუმედ
მე მოგინდები.
ხეები ჯვარს იწერენ
ფოთლებთან მაისში..
იცი? მაშინ, როცა
გვირგვინებს დაგიწნი,
ვარდების სურნელის
სიცხადით აისში
ზამბახის ყვავილთან,
თეთრ ვარდთან დაგიცდი...
მზის სხივთან ალერსში
სიცხისგან დავიწვი,
ღაწვებზე ჭორფლები
ზამთრამდე დაიცდის.
სიჩუმემ რა იცის?
სიცხადემ რა იცის..
გაზაფხულს მე დიდად ,
ო, დიდად განვიცდი!
სიმღერის ჰანგებში
სირმებად გავები,
ბულბულთა სასმენად
სუნთქვაც კი გავეცი...
შეხვედრა მაისთან...
გრძნობებში აცივდა...
ტანგო, პაემანი,
წვიმაში ამიხდა..

Mariam Maglakelidze

No comments:

Post a Comment