ნიკა ნორიელი - ლალე

მთის თავზე იდგა პატარა სახლი,
სადაც ცხოვრობდა უბრალო კაცი.
უფრო ქოხს ჰგავდა, ჩალით და კარით,
საკვამურიდან ბოლავდა კვამლი.

სარკმელი ჰქონდა ერთი ან ორი,
შიგნით ბუხარში იწვოდა მორი.
სურნელი იყო სინესტის მსგავსი,
იქვე მაგიდა და ძველი ტახტი.

ასე ცხოვრობდა თხუთმეტი წელი,
იგი განუდგა ბუნებას მაცდურს,
ვერ აიტანა ამდენი ცუდი,
როცა იხილა კაცის კვლა, შური...

მას მოსაუბრედ ჰყავდა ფურცელი,
კალმის მაგივრად ნახშირით წერდა.
ოცნებად ჰქონდა ეზო, ოჯახი,
ახსენდებოდა ბავშვობის კერა.

ხშირად იპყრობდა მას ნოსტალგია,
ხშირად უნდოდა ვინმესთვის ეთქვა,
რომ სიყვარული სიტყვა არ არის,
რომ სიყვარული ყველაფერია...

ვერ ივიწყებდა მოშავო თვალებს,
ალუბალივით რომ იყო ნაზი.
ენატრებოდა ფერადი სახე,
როცა კოცნიდა ბაგეზე ღამე.

მან მიატოვა ის გრძნობა მავნე,
მაგრამ მუდმივად ტანჯავდა დარდი,
იცოდა, ახლა სხვის გვერდით იყო,
ამიტომ სწუხდა, უყვარდა  ლალე.

სუსტი აღმოჩნდა -  ბოროტს დანებდა,
და დაასრულა ცხოვრება მალე.
დაკიდებული იპოვეს თოკზე,
როცა კარები გააღო ლალემ!

Nika norieli - Lale

No comments:

Post a Comment